მაღაროში გარდაცვლილი მუშა

ჯორჯიან მანგანეზი მუშის დაღუპვაზე: წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა

ჭიათურაში მაღაროში მუშის გარდაცვალება წინასწარი ინფორმაციით ჭერის ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ჯორჯიან მანგანეზი ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციითვე, ამ დროისათის მაშველები გარდაცვლილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. 

"ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის მამაკაცის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს." - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ჭიათურის მაღაროში გვირაბის ნგრევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გამთენიას მოხდა - გვირაბგამყვანს, 45 წლის მამაკაცს ლოდები დაეცა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები