საზოგადოებრივი მაუწყებელი

ევროპულმა საქართველომ GPB-ის მეურვეობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა. 

"ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს კანდიდატს, რომელიც ხელისუფლებას მოეწონება. პრინციპის საკითხია, რომ უმრავლესობამ პატივი სცეს ოპოზიციის კანდიდატს" , - განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

გასულ კვირას პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებად უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია. პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. კაკაბაძეს მხარი პარლამენტის 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კომენტარები