ვიზები

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ ჩასვლა - ინტერაქტიული რუკა

psh.gov.ge

დღეს ალბანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა. Passport Index-ი ქვეყნებს აფასებს მათი პასპორტების ღირებულებით, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ მოქალაქეებს უვიზოდ და გამარტივებული წესით შესვლა. მათი მონაცემებით, ქართული პასპორტი მსოფლიოში 43-ე ადგილზეა. ყველაზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლა სინგაპურისა და სამხრეთ კორეის მაცხოვრებლებს შეუძლიათ. მათ პასპორტს 163 ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ შესვლა. წარმოგიდგენთ ერთიან ინტერაქტიულ რუკას, სადაც ასახულია თუ რომელ ქვეყანაში რა სავიზო მოთხოვნები არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეთათვის.

შენიშვნა: ვიზა ჩასვლისას აღნიშნავს პროცედურას, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე საერთაშორისო აეროპორტშივე იღებს ვიზას.

უფრო დეტალურად სავიზო ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

კომენტარები