ძალადობა

გარყვნილი ქმედების ბრალდებით 70 წლის კაცი დააკავეს - ის 14 წლის გოგომ ამხილა

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 70 წლის კაცი, რომელიც 14 წლის მოსწავლე გოგონამ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, დაკავებულია. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთმა და რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში 70 წლის კაცი, რომელიც სკოლის სპორტის მასწავლებელია, 14 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის შეთავაზებებს უკეთებდა. საუბარი გოგომ ჩაიწერა. 

ჩანაწერში ისმის: 

კაცი: აქ ჩემ გვერდით დაწექი.

გოგო: რა ვქნა? რატომ დავწვე თქვენ გვერდით?

გოგო: რატომ მძულხართ, მას? უბრალოდ, არ მიყვარს ასეთი რაღაცეები.

კაცი: მოდი დაჯექი, დაჯექი. ტაკოზე უნდა გაგარტყა.

გოგო: რატომ უნდა გამარტყა ტაკოზე?

კაცი: კაი გოგო ხარ და იმიტომ. … ვილაპარაკოთ გოგო ცოტა ხანს, სად მირბიხარ?

კომენტარები