საზოგადოებივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

გედევან ფოფხაძე ნინია კაკაბაძის გამო უმრავლესობას ტოვებს

გედევან ფოფხაძე
ტაბულა

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევაა. 

გედევან ფოფხაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ "შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება", იმიტომ რომ კაკაბაძე "პატრიარქის მაგინებელია". 

“ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით, რაც ვთქვი ჟურნალისტებთან. შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება. იმიტომ , რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან და დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

კაკაბაძის კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა.

კომენტარები