საქართველოს მთავრობა

მთავრობის დადგენილებით, საჯარო უწყებებს შავი ფერის მანქანების შეძენა ეკრძალებათ 

0 კომენტარი
TOYOTA LandCruiser 200 ფოტო: polyair.com.au

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილებით, ყველა სახელმწიფო უწყებას შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალა.

შესაბამისი ქვეპუნქტი 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილების დანართის პრეამბულას დაემატა. მასში ნათქვამია: 

„შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.“

დადგენილებაში, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკის განაწილებას, კლასიფიკაცის და სამსახურეობრივი ავტომანქანების შესყიდვის წესს განსაზღვრავს, ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე ნორმატიული აქტი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად უნდა მიიღონ. 

სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებულმა უწყებებმა მთავრობას ავტოპარკის განახლების გეგმა 25 აპრილამდე უნდა წარუდგინონ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 15 მაისამდე განსაკარგავად უნდა გადასცენ ის მანქანები, რომლებიც გამოსულია მწყობრიდან და შეკეთებას არ ექვემდებარება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები