სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნო

პაკ კინ ჰე
Reuters

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი, პაკ კინ ჰე ქრთამის აღებაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის მარტში დაუჭირა მხარი.

იმპიჩმენტის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პაკ კინ ჰეს ნდობით აღჭურვილი პირი ჩოი სუნ სილი იყო ჩართული.

სასამართლომ დაადგინა, რომ პაკ კინ ჰემ ჩოი სუნ სილთან ერთად ისეთი კონგლომერატებისგან, როგორიცაა სამსუნგი, ქრთამის სახით მილიარდობით სამხრეთ კორეული ვონი აიღო.

ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

ბრალდების მხარე მისთვის 30-წლიანი პატიმრობის შეფარდებას და 112 მილიონ აშშ დოლარამდე ჯარიმის დაწესებას ითხოვდა.

კომენტარები