რუსეთის ეკონომიკა

დიმიტრი მედვედევი: ამერიკული სანქციების საპასუხოდ სავაჭრო შეზღუდვებს განვიხილავთ

Tass

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედემა განაცხადა, რომ ქვეყანა ამერიკული სანქციების საპასუხოდ სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას განიხილავს

"ჩვენს ბაზარზე საკმაოდ ბევრი ამერიკული პროდუქტია. საპასუხო ნაბიჯები კარგად დათვლილი უნდა იყოს, რათა ამან ზიანი თავად ჩვენ არ მოგვაყენოს", - ამბობს მედვედევი.

მისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.

2017 წელს ამერიკის ექსპორტმა რუსეთში $6.9 მილიარდი შეადგინა, რუსეთიდან ამერიკის იმპორტი კი $17 მილიარდი დოლარი იყო.

აშშ-მა რუს ოლიგარქებსა და კომპანიებს სანქციები გასულ პარასკევს დაუწესა. ამ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ორი წლის მინიმუმამდე დაეცა რუბლი, რომელიც ახლა დოლართან 64-ზე ივაჭრება.

სანქციების გამო $16 მილიარდზე მეტი დაკარგეს რუსმა ოლიგარქებმა, დაეცა მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსები. 

 

კომენტარები