კრიმინალი

შსს: ვაკეში მოკლულ ქალს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება

flickr

დაახლოებით ერთი საათის წინ, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალი იპოვეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით მოკლულ ქალს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. კუპატაძისვე თქმით, ქალი 1993 წელს არის დაბადებული.

კუპატაძისვე თქმით, დამნაშავის სავარაუდო ვინაობა უკვე დადგენილია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები