რეკლამა

Art House - სამუშაო სივრცე ქალაქის ცენტრში

Publica

Art House - The Place to Meet, არტ ჰაუსი - ადგილი შეხვედრისთვის, ამ სლოგანით ბაზარზე შემოვიდა ახალი სივრცე, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი ინტერესებისა და მიზნების რეალიზებას, დაწყებული არტისტებიდან დამთავრებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით!

სწორედ არტ ჰაუსის სხვადასხვა სივრცეებშია შესაძლებელი გაერთო, დააგემოვნო გემრიელი და ჯანმრთელი კერძები, ივარჯიშო, იცურაო და რაც მთავარია იმუშაო პუბლიკის სივრცეში.

პუბლიკა - ეს არის ახალი ამერიკული ბარ-ლაუნჯი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები, ნატურალური ლიმონათები, კოქტეილები, გამართონ შეხვედრები, ისარგებლონ უფასო ინტერნეტით და უყურონ ძველ კლასიკურ ფილმებს პოპკორნთან ერთად. პუბლიკაში ასევე იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიც არის ცოცხალი ჯაზის დღეები და შემეცნებით-საგანმანათლებლო საღამოები როგორიცაა Public(A) Talks.

არტ ჰაუსი ასევე აერთიანებს ისეთ ობიექტებს, როგორიც არის ბრასერი ბუვეტი, ხარჩო და ფიტ კლუბი.

ბრასერი ბუვეტი შესანიშნავი ადგილია ლანჩისთვის და ასევე ვახშმისთვის, სადაც უგემრიელესი კერძები და ევროპული ღვინის არჩევანია. აქ ასევე იმართება გასტრონომიული ექსპერიმენტები და უნიკალური ღვინის დეგუსტაციები.

რაც შეეხება ხარჩოს, ლამაზი ინტერიერი და ქართული არატრადიციული საკვები მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც ქართველებისთვის ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

არტ ჰაუსის ბოლო სართულზე კი ფიტ კლუბია. ფიტ კლუბი აღჭურვილია თანამედროვე სავარჯიშო და პილატესის დანადგარებით. ფიტ კლუბს აქვს ღია აუზი, ბარი და ფინური საუნა.

არტ ჰაუსის დიდი უპირატესობაა ასევე, მიწისქვეშა ავტოსადგომი რომელიც 200 მანქანას იტევს.

მულტიფუნქსიურ კომპლექსს შემოდგომიდან ასევე შეემატება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს:

fb - Art House - The Place To Meet


ფოტო: publica

 

კომენტარები