ბარბარა ბუში

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

reuters

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

BBC წერს, რომ ბარბარა ბუში ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა და მკურნალობა შეწყვიტა.

ბარბარა ბუში ამერიკის პირველი ლედი 1989-1993 წლებში იყო. მას ბუშების პოლიტიკური დინასტიის მატრიარქალურ ფიგურას უწოდებდნენ, რომელიც ორ პრეზიდენტს მოიცავდა. ბარბარას ქმარი ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო მისი შვილი - ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკის 43-ე პრეზიდენტად 2001 წელს აირჩიეს. 

კომენტარები