ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 18-19 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.

19 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 15, +20 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ოდნავ მოიმატებს.

თბილისში 18 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, 19 აპრილს დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს +20 გრადუსი იქნება, ხოლო 19 აპრილს +23 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები