კინემატოგრაფია

ქართველმა კინემატოგრაფებმა პეკინის კინოფესტივალზე 10-დან 4 ჯილდო მიიღეს

0 კომენტარი
ფოტო: GNFC - Georgian National Film Center

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქართველი კინემატოგრაფების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვევებით დასრულდა. დაჯილდოვების ღონისძიებას 250 მილიონი მაყურებელი ესწრებოდა. 

ისევე, როგორც გასულ წელს, 10 ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 მთავარი პრიზი გადაეცათ. 

Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა;

Tiantan Award საუკეთესო რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;

Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალი - ნატო მურვანიძე, ფილმისთვის "საშიში დედა";

Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი - მინდია ესაძე, ფილმისთვის "დედე".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები