დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინათ

Hello Magazine

დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს მესამე შვილი, კიდევ ერთი ვაჟი შეეძინათ. კემბრიჯის ჰერცოგინია საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად სამეფო სახლმა გაავრცელა. ახალშობილი 3 კილოგრამსა და 800 გრამს იწონის. 

კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჰერცოგინია ქეითი და ახალშობილი "თავს კარგად გრძნობენ". სამეფო სახლის განცხადებით, ახალშობილის სახელი სულ მალე გახდება ცნობილი. 

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის მესამე შვილი წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში დაიბადა, ისევე, როგორც მისი უფროსი ძმა, 4 წლის ჯორჯი და უფროსი და შარლოტა, რომელიც 2 მაისს ხდება 3 წლის. 

კომენტარები