ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა დენუკლეარიზაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

0 კომენტარი
კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ფოტო: Reuters

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივი სამიტის შემდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

გავრცელებული ცნობით, ისინი კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკრეალიზაციისათვის მუშაობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე მოიცავს ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას ეწვია და პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შეხვდა.

1953 წელს კორეის ომის დასრულების შემდეგ ის ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია.

კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა.

ჩრდლოეთ კორეის ლიდერმა მუნ ჯე ინი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზეც გადაიპატიჟა. დემარკაციის ხაზის მცირე დროით გადაკვეთის შემდეგ ისინი კვლავ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, სადაც მათ ტრადიციულ კოსტუმებში ჩაცმული მცველები დახვდნენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სკოლის მოსწავლეებმა ყვავილები მიართვეს.

საზღვრის გადაკვეთის შემდეგ კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ეს მშვიდობის დასაწყისია.

ლიდერებმა ფიჭვიც დარგეს, რისთვისაც ორივე ქვეყნიდან აღებული წყალი და მიწა გამოიყენეს. ფიჭვი „მშვიდობის და კეთილდღეობის“ სიმბოლო იქნება.კიმ ჩენ ინს თან და, კიმ იო-ჯონგიც ახლდა.

მათ საუბარი საზღვართან არსებულ სოფელ პანმუნჯომში, მშვიდობის სახლში გამართეს. სტუმრების წიგნში კიმ ჩენ ინმა ჩაწერა:

„ახალი ისტორია აქედან იწყება, მშვიდობის ერაში ამ ისტორიული საწყისით.“

პირველი სესიის დასრულების შემდეგ კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში ლიმუზინით დაცვის თანხლებით დაბრუნდა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა სამიტზე ბირთვული ტექნოლოგიის, სანქციების და ეკონომიკური კოოპერაციის საკითხები განიხილეს.

სამიტი ლიდერებს შორის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. ისინი ოფიციალურ ვახშმამდე ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ. ოფიციალური ბანკეტი სამხრეთ კორეაში გაიმართება.

კიმ ჩენ ინმა გასულ კვირას განაცადა, რომ დროებით შეაჩერებს ბირთვული იარაღის და რაკეტების ცდებს.

თეთრი სახლის განცხადებით მოელიან, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება მომდებვნო თვეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრისაკენ.

დღემდე ორი ქვეყანას შორის ორი სამიტი გაიმართა. ორივე მათგანი ფხენიანში, 2000 და 2007 წლებში.

2007 წელს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ნო მუ ჰიენმა კიმ ირ სენთან შეხვედრისას დენუკლეარიზაციის საკითხი განიხილა, თუმცა მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ 6 ბირთვული გამოცდა ჩაატარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები