კომუნიკაციების ეროვნული კომისია

განმეორებითი დარღვევის გამო, GNCC-მა "ბილაინი" 270 000 ლარით დააჯარიმა

0 კომენტარი
ფოტო: mjquinn.co.uk

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ვიონი საქართველო (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) 270 000 ლარით დააჯარიმა. 

"მონიტორინგმა გამოავლინა, რომ შპს ვიონი საქართველო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონს აქტიურად არღვევდა. კერძოდ, ბილაინი სააბონენტო ნომერს მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცემდა, რაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეში დარღვევაა" - აცხადებს კომუნიკაციების კომისია და აღნიშნავს, რომ "ვიონი საქართველოს“ ეს დარღვევა ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაუფიქსირდა.

"პირველ ეტაპზე მას კომისიამ გაფრთხილება მისცა, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მეორე ეტაპზე კომპანია დაჯარიმდა, გამეორებითი დარღვევის გამო კი, კომპანია ამჯერად 270 ათასი ლარით დაჯარიმდა" - აცხადებს GNCC.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები