არჩევნები 2018

დღეს, ვანის და ხონის მოსახლეობა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ადგილობრივ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ექვს კანდიდატს შორის შეუძლია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიან - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი გივი ჭიჭინაძე, ევროპული საქართველოს კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია საქართველოს კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, ტრადიციონალისტების კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, ახალი ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი მამუკა ტუსკაძე და საინიციატივო ჯგუფის (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. 

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები