უეს მიტჩელი

უეს მიტჩელი: საქართველოზე უკეთ არავინ იცის რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: baltictimes.com

ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, უეს მიტჩელმა ბათუმში ნატო-საქართველოს დიპლომატიურ ფორუმზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა.

"საქართველო ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია იმიტომ, რომ ის ჩვენს გვერდით დგას მსოფლიოში საერთო საფრთხეებთან ბრძოლისას."

"პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და მოუწოდებს მოკავშირეებს შეასრულონ პირობა, რომელიც დადეს."

"10 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - არის საქართველო. აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რასაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აკისრებს. ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შეუშვას რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარება."

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქმედებებს ევროპის დესტაბილიზაციისათვის. უკანასკნელი მსგავსი ქმედება იყო დიდ ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება. ნატომ გაგზავნა მკაფიო მესიჯი, რომ არ დაუშვებს მსგავსი ქმედებები უპასუხოდ დარჩეს. ჩვენ გვსურს დიალოგი რუსეთთან, კარი ღიაა და არჩევანი მოსკოვზეა. სანამ რუსეთი აირჩევს მშვიდობას, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ მათ ზეწოლას, სადაც კი შეგვხვდება. ევროპაში რუსეთის გავლენებისათვის წინააღმეგობის გასაწევად დასავლეთის ერთიანობაა საჭირო. ერთად უნდა ვიმუშავოთ რათა გამოვავლინოთ და ვებრძოლოთ რუსეთის ჩარევას ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. არც ერთმა ქვეყანამ არ იცის საქართველოზე უკეთ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების და მის შესაჩერებლად გრძელვადიანი სტრატეგიის აუცილებლობის შესახებ." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები