პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური დაბრუნება

ზოიძე: ივანიშვილს დაბრუნება არ სურდა, ეს გუნდმა და პრემიერმა მოითხოვა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება არ სურდა და ეს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

ტაბულას ჟურნალისტმა ზოიძეს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება იმას, რომ მმართველ გუნდში კრიზისია.

ზოიძის თქმით, შიდა დაპირისპირების გამო, ივანიშვილის დაბრუნებაზე მმართველ გუნდში მოთხოვნა გაიზარდა. ზოიძის თქმით, ივანიშვილის დაბრუნების მიზეზი, გარდა შიდა დაპირისპირებისა, "არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმაც იყო".

"გუნდმა და პრემიერმინისტრმა მოითხოვა რეალურად მისი დაბრუნება,"- ამბობს ზოიძე. 

დღეს ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც დაახლოებით, საათ-ნახევრის მანძილზე გრძელდებოდა. პოლიტსაბჭოს სხდომა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ექსპრემიერი, ქართული ოცნების დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. 

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას წინ უძღოდა შიდა დაპირისპირება მმართველ გუნდში.

2013 წელს, პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის დროს, ივანიშვილი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუკი ამის გარდაუვალი საჭიროება დადგებოდა და თავის დაბრუნებას ერთგვარ "მეორედ მოსვლას" ადარებდა. 

პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, წევრთა რაოდენობა შემცირდა და ამჯერად 21-ის ნაცვლად, 15 იქნება. 

ძველ წევრებიდან უმრავლესობა, 14 ადამიანი ახალ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა. მათ შორის არიან:

  1. ეკა ბესელია,
  2. ირაკლი სესიაშვილი,
  3. თემურ ჭკუასელი,
  4. გედევან ფოფხაძე
  5. ნოდარ ხადური,
  6. ზვიად კვაჭანტირაძე,
  7. დავით კოღუაშვილი,
  8. ირინე ფრუიძე,
  9. რომან კაკულია,
  10. სოფიო კილაძე,
  11. აკაკი ზოიძე,
  12. ზვიად გონაძე
  13. მანანა კობახიძე,
  14. დავით ბაქრაძე.

ძველი წევრებიდან პოლიტსაბჭოში დარჩა 7 ადამიანი. მათ შორის: 

  1. გიორგი კვირიკაშვილი,
  2. კახა კალაძე,
  3. ირაკლი კობახიძე,
  4. გიორგი ვოლსკი,
  5. დავით საგანელიძე,
  6. ირაკლი ტრიპოლსკი,
  7. მამუკა მდინარაძე.

პოლიტსაბჭოში აირჩიეს 8 ახალი წევრი. მათ შორის:

  1. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი;
  2. ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი;
  3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე;
  4. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე;
  5. პარლამენტის წევრი, დიმიტრი სამხარაძე;
  6. პარლამენტის წევრი, ბიძინა გეგიძე;
  7. მთავრობის წევრი, მაია ცქიტიშვილი;
  8. მთავრობის წევრი, სოზარ სუბარი.

კომენტარები