კრიმინალი

მარნეულში მამაკაცი მოკლეს

flickr

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება ორი, 108-ე და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები