ისრაელი

იერუსალიმში აშშ-ის ახალ სალჩოსთან მდებარე სკვერს ტრამპის სახელი დაერქმევა

EREZ SHANI

იერუსალიმის მერის განცხადებით ქალაქში აშშ-ის ახალ საელჩოსთან მდებარე სკვერს სახელი შეეცვლება და "აშშ-ის სკვერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ" ეწოდება.

"ამ გზით უბრუნებს იერუსალიმი სიყვარულს პრეზიდენტს და აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს მხარში უდგანან. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეღიარებინა იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქად, დამდგარიყო ისტორიული სიმართლის მხარეს და გაეკეთებინა სწორი არჩევანი." თქვა იერუსალიმის მერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იერუსალიმის ქუჩებში ახალი ნიშნები დააყენეს, რომლებიც აშშ-ის საელჩოსაკენ გზას აჩვენებს.

"ეს ოცნება არ არის - ეს რეალობაა! ამ დილით მე დავაყენე ნიშანი იერუსალიმში აშშ-ის ახალი საელჩოსათვის! იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია და მსოფლიო იწყებს ამ ფაქტის აღიარებას! მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს!" დაწერა იერუსალიმის მერმა Twitter-ზე.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გასული წლის 6 დეკემბერს აღიარა. აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. თავდაპირველად საელჩო იერუსალიმში მდებარე აშშ-ის საკონსულოს შენობაში განთავსდება, თუმცა იგეგმება ახალი საელჩოს მშენებლობაც.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამაყობს ამ ფაქტით და შესაძლოა საელჩოს გახსნას დაესწროს.

კომენტარები