ტრანსფობია

პაკისტანში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დასაცავად კანონი გამოსცეს

პაკისტანის პირველი ტრანსგენდერი ტელე-წამყვანი
reuters

სამშაბათს, პაკისტანის ხელისუფლებამ ტრანსგენდერთა უფლებების დასაცავად კანონი გამოსცა. კანონი მათ დისკრიმინაციისგან დაიცავს. ისლამაბადის ეროვნულ ასამბლეაზე “ტრანსგენდერების უფლებათა დაცვის” კანონს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

კანონი კრძალავს ტრანსგენდერი ადამიანების ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამიერიდან, პაკისტანში დამსაქმებლებისა და ბიზნესის მმართველთა მხრიდან იკრძალება ტრანსგენდერების ჩაგვრა, ასევე იკრძალება მათი დისკრიმინაცია საჯარო ადგილებსა და სახლებში.

კანონი ტრანსგენდერ ადამიანებს უფლებას აძლევს, თავად აირჩიონ, როგორ მოახდენენ სქესის იდენტიფიკაციას. მათ შეუძლიათ, თავიანთი სურვილის მიხედვით, იდენტიფიცირდნენ როგორც მამაკაცები, ქალები ან მესამე სქესის წარმომადგენლები. შესაბამისად, მათი არჩევანი ოფიციალურ დოკუმენტებში, პასპორტებსა და მართვის მოწმობებში გათვალისწინებული იქნება.

პაკისტანში ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია საკმაოდ მწვავე ფორმით იყო გამოხატული.

პაკისტანში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები პირველად გასულ წელს აღრიცხეს. ოფიციალური მონაცემებით, 207-მილიონიანი მოსახლეობიდან 10,418 ადამიანი ტრანსგენდერია.

2018 წლის დასაწყისში, ოჯახის მიერ განდევნილი ტრანსგენდერი ქალი, ქვეყნის პირველი ტრანსგენდერი ტელე-წამყვანი გახდა.

კომენტარები