TI-ის კვლევა

TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პრემიერმინისტრს მოსახლეობის 9% ენდობა სრულად, 19% კი - საერთოდ არ ენდობა. 

სრულად ვენდობი - 9% 
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 33%
საერთოდ არ ვენდობი - 19%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 18%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 17%
არ ვიცი, უარი - 4%

ეკლესია/გამოკითხულთა რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციები:

სრულად ვენდობი - 53%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 15%
საერთოდ არ ვენდობი - 3%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 23%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 4%
არ ვიცი, უარი - 1%

მასწავლებლები:

სრულად ვენდობი - 31%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 26%
საერთოდ არ ვენდობი - 2%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 34%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 26%
არ ვიცი, უარი - 3%

ექიმები:

სრულად ვენდობი - 19%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 32%
საერთოდ არ ვენდობი - 7%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 31%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 11%
არ ვიცი, უარი - 

პრეზიდენტი: 

სრულად ვენდობი - 18%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 31%
საერთოდ არ ვენდობი - 12%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 23%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 12%
არ ვიცი, უარი - 4%

ადგილობრივი ხელისუფლება:

სრულად ვენდობი - 11%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 31%
საერთოდ არ ვენდობი - 15%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 21%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 14%
არ ვიცი, უარი - 9%

პოლიცია:

სრულად ვენდობი - 10%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 39%
საერთოდ არ ვენდობი - 9%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 26%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 13%
არ ვიცი, უარი - 3%

არასამთავრობო ორგანიზაციები:

სრულად ვენდობი - 8%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 36%
საერთოდ არ ვენდობი - 14%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 17%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 10%
არ ვიცი, უარი - 15%

საქართველოს პარლამენტი:

სრულად ვენდობი - 5%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 36%
საერთოდ არ ვენდობი - 24%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 12%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 19%
არ ვიცი, უარი - 4%

სასამართლო:

სრულად ვენდობი - 5%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 43%
საერთოდ არ ვენდობი - 15%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 15%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 15%
არ ვიცი, უარი - 8%

მედია:

სრულად ვენდობი - 4%
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ - არა - 60%
საერთოდ არ ვენდობი - 8%
უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი - 16%
უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 9%
არ ვიცი, უარი - 2%

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ;

ამასთან, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

სხვა სახელმწიფო ინსიტუტებთან შედარებით, კვლევის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%.

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლოდ 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%).

კომენტარები