გადაიღე საქართველოში

საქართველოში ინდურ სერიალს გადაიღებენ

inside edge

საქართველოში ინდური სერიალის Inside Edge-ის ახალ სეზონს გადაიღებენ. სერიალი კრიკეტის პროფესიონალი მოთამაშეების ცხოვრების შესახებაა და მას Amazon Prime აფინანსებს. 

სერიალს სამთავრობო პროექტ "აწარმოე საქართველოშის" ქვეპროგრამა "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში გადაიღებენ

Inside Edge-ის პირველი სეზონის ტრეილერი

"ტელესერიალის სიუჟეტი კრიკეტის სამყაროში, გუნდების მეპატრონეებისა და მათი ტოპ მოთამაშეების მდიდრულ ცხოვრებაში ვითარდება, სადაც კრიკეტს მიღმა უფრო დიდი თამაშია, რომელსაც მხოლოდ სპორტსმენები არ თამაშობენ. ტელესერიალში მთავარ როლს, ბოლივუდის ვარსკვლავი, ვივეკ ობერო (Vivek Oberoi) ასრულებს, რომელსაც არა ერთი საპატიო ჯილდო აქვს მოპოვებული,"- განმარტავს სამინისტრო,

“Inside Edge”-ის გადაღებები პირველ სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კინოგადაღების თანადაფინანსების სისტემის შედეგად საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 2 000-ზე მეტი იქნება.

კომენტარები