ნარკოპოლიტიკა

წყლის ჭავლის მანქანები დედაქალაქში - ვიდეო

facebook.com/giorgi.goderdzishvili.7

დედაქალაქში პოლიციის კუთვნილი სპეცტექნიკა გამოჩნდა. წყლის ჭავლის ავტომობილების ფოტოებსა და ვიდეოებს Facebook-ის მომხმარებლები ავრცელებენ. ამ ავტომობილების ამსახველი ფოტოები რუსთავი 2-მაც გადაიღო, არხის ინფორმაციით, სპეცტექნიკა მეტრო ავლაბრის მიმდებარედ შენიშნეს და ისინი ქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ისინი არ ადასტურებენ წყლის ჭავლის მანქანების მობილიზებას. 

პარლამენტის ძველ შენობასთან ამჟამად აქცია - "ჩვენ თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ" მიმდინარეობს. მასზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და შემდეგ გამართული მხარდამჭერი აქციის დარბევას აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

კომენტარები