ნარკოპოლიტიკა

აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილისგან განცხადების გაკეთებას 22:00-მდე ითხოვენ

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილისგან საგანგებო განცხადების გაკეთებას მოითხოვენ. მათი თქმით, ისინი არ დაიშლებიან თუ პრემიერმინისტრი 22:00-მდე არ გააკეთებს განცხადებას და მომხმადრზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს. ადგილზე კარვების გაშლა იგეგმება.

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თუ საგანგებო განცხადება დაიგეგმება მედიას ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება. ამ დროისთვის ასეთი განცხადება დაგეგმილი არაა. 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ძველი შენობის წინ დაახლოებით 10 ათასი ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

კომენტარები