ქართული მარში

ქართული მარში ორშაბათს 18:00-ზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

0 კომენტარი

პრორუსულმა ქსენოფობიურმა კავშირმა ე.წ. "ქართულმა მარშმა" აქცია დაანონსა, რომელიც ორშაბათს 18:00-ზე გაიმართება. აქციას მსველობის სახე ექნება და ის ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე გაგრძელდება. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ქართული მარში რუსთაველის გამზირზე ამაღლების დღესასწაულს აღნიშავს.

"რთულმა მდგომარეობამ, რაც გამოწვეულია ნარკოპროპაგანდისტების, სოდომისტების და რეაქციული ძალების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით გამოიწვია ჩვენი დედაქალაქის ცენტრი პარალიზება. მივიღეთ გადაწყვეტილება ორშავათს, 14 მაისს საღამოს 18:00-ზე ქალაქის ცენტრში, ფილარომონიის მიმდებარედ ვიკრიბებით სრულიად საქართველოს ერი და ბერი, რომ მსვლელობით მივიდეთ რუსთაველის გამზირამდე", - ამბობს ლორთქიფანიძე ვიდეომიმართვაში.

რუსთაველის გამზირზე შეკრებული ააქციის მონაწილეთა ნაწილი ამაღამ პარლამენტის წინ დარჩება. ხვალ აქცია 15:00-დან უნდა განახვლდეს. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები