სპეცოპერაცია კლუბებში

თეთრი ხმაურის მოძრაობა: დროებით შევწყვიტეთ აქცია, რომ ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება

თეთრი ხმაურის მოძრაობა

რუსთაველზე მიმდინარე აქცია დროებით შეწყდა, ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი ხმაურის მოძრაობა ავრცელებს. აქციის შეწყვეტის მიზეზად მოძრაობა სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდებას ასახელებს.

"მეგობრებო, დროებით შევწყვიტეთ აქცია, რათა თავიდან აგვერიდებინა სიტუაციის გამწვავება. დილით პოლიციამ უკანონოდ აგვაშლევინა კარვები და ასევე გამთენიისას ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებს. საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს აქციის განახლების გეგმაზე. ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით!" - წერია მოძრაობის facebook გვერდზე.

დღეს დილით პარლამანტის ძველ შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა გუშინ კარვები გაშალეს სამი ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. როგორც თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი აქციის მონაწილეები არ ყოფილან. შსს-ს ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არ არიან. "გამოვავლინეთ და გავუშვით" - უთხრეს ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

აქციები პარლამენტის ძველ შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში შეიჭრა. ბასიანსა და გალერიში შეჭრის შემდეგ. პოლიციამ მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები დაარბია და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დაიჭირა.

კომენტარები