სპეცოპერაციები კლუბებში

პრემიერი: გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

„შევინარჩუნოთ ერთიანობა სარეთო მიზნის გარშემო - იმ მიზნისა, რომელსაც ქვია ჩვენი ქვეყნის ხვალიდელი დღე, მომვალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა“, - პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

პრემიერი არ გამოხმაურებია აქციის მოთხოვნებს - მას არ უსაუბრია სპეცოპერაციის ფორმებზე ან ვინმეს პასუხისმგებლობაზე.

კვირიკაშვილმა სამართლადამცავებს მოუწოდა, გააძლიერონ უსაფრხოების ზომები და თავიდან აიცილონ დაპირისპირება. აღნიშნა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, აზრის გამოხატვისას დაპირისპირება კი მიუღებელია.

მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება:

„გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მინდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, დღეს და გუშინ ქუჩაში ასე ემოციურად საუბრობენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებზე. მან მოუწოდა ყველას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ის, რომ სახელწმიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ.

ჩემო შვილებო, მეგობრებო, ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისულფებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთერთი უდიდესი მონაპოვარი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება სამართლიანად ამაყობს. ეს თქვენი მონაპოვარიც არის. ის რომ ადამიანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცცდელობა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები. ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.

ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც არ დავუშვებთ. შევინარჩუნოთ ერთიანობა სარეთო მიზნის გარშემო - იმ მიზნისა, რომელსაც ქვია ჩვენი ქვეყნის ხვალიდელი დღე, მომვალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად", - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები