ბლოგი

რა დგას თამბაქოს კონტროლის კანონის უკან?

ქეთევან შოშიაშვილი
0 კომენტარი

2018 წლიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, გამკაცრდა თამბაქოს მოწევისა და რეალიზაციის არეალი, თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი. კანონში ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილებები ემსახურება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ამოცანებისა და პრინციპების შესრულებას.“.

კანონის მიღებამდე და მიღების შემდეგ, საქართველოში გამძლავრებული ვნებათაღელვისა და შეშფოთების პროცესებამდე გაცილებით ადრე ქართველ მწეველებზე ფიქრი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაიწყეს. როგორ ვითარდებოდა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანამშრომლობა და რა შედეგები მოჰყვა წლების წინ დაწყებულ პროცესებს? ვეცდები სტატიის განმავლობაში ამ კითხვებს თანმიმდევრული პასუხი გავცე.

2016 წლის 7-12 ნოემბერს ინდოეთში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩოს კონვენციის მხარეთა კონფერენციის მეშვიდე სესია გაიმართა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოა, რომლის სამუშაო მიმართულება საერთაშორისო საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვაა. ის დაფუძნდა 1948 წლის 7 აპრილს შვეიცარიაში, ჟენევის შტაბ-ბინაში. WHO არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების ჯგუფის წევრი.

თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგშია აღიარებული, ამ ფაქტს ემატება გარემოება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის თეორიული კონვენციის სამდვინომ მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად (COP) გადაწყვიტა ახალი პროექტის წამოწყება, რომელიც დაეხმარებოდა მხარეებს შეთანხმების, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გაძლიერებაში.

კონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის თეორიული ჩარჩოს კონვენციის (FCTC) 2030 წლის პროექტის ოფიციალური განვითარების დახმარების 15 მილიონი ფუნტიანი დაფინანსება დაანანონსა. პროექტი მიზნად ისახავდა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში (LMICs), თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და დაავადებების შემცირების მიზნით.

დაინტერესებულ მხარეებს, რომელთაც სურდათ აღნიშნულ პროექტში ჩართვა, უნდა შეევსოთ განაცხადის ფორმა და წარედგინათ სამდივნოს უფროსისთვის 2017 წლის 6 მარტამდე.[1]

2017 წლის 4 აპრილს შერჩევის პროცესის შედეგები გამოქვეყნდა. საქართველო სწორედ 15 შერჩეულ ქვეყანას შორის აღმოჩნდა: კაბო ვერდეს, კამბოჯას, ჩადის, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ელ სალვადორის, იორდანიას, მადაგასკარის, მიანმარის, ნეპალის, სამოას, სიერა ლეონეს, შრი ლანკას და ზამბიასთან ერთად.

ფოტო: WHO

რას გულისხმობს აღნიშნული შერჩევა?

FCTC 2030 პროექტის წარგენაში მოცემული ინფორმაციის თანახმად ქვეყნების მთავრობა ტექნიკურ (ფინანსურ) მხარდაჭერას იღებს შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად:

  • WHO- ს FCTC- ის მე -5 მუხლის მოთხოვნების შესრულება, თამბაქოს კონტროლის მმართველობის გაუმჯობესება და თამბაქოს საწინააღმდეგო კომერციული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის დაცვა;
  • თამბაქოს გადასახადის გაზრდა;
  • WHO- ს FCTC- ის შემდეგი ღონისძიებების დროული გატარება:
  • თამბაქოს რეკლამის, პიარისა და სპონსორობის სრული აკრძალვა
  • თამბაქოს შეფუთვებზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზიანის შესახებ ეფექტური გაფრთხილების დატანა
  • მოწევისგან თავისუფალი სამუშაო და საჯარო სივრცეები
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (FCTC) კონვენციის სხვა მუხლების განხორციელება ეროვნული პრიორიტეტების მიხედვით;
  • WHO- ს FCTC პროექტის განხორციელება, როგორც მდგრადი განვითარების 2030 წლის პროგრამის ფარგლებში, ასევე მხარეთა მხარდასაჭერად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (FCTC) ჯანდაცვისა და განვითარების დღის წესრიგში ჩართვის მიზნით.

2017 წლის 17 მაისს ქვეყნდება თამბაქოს კონტროლის ალიანსის სპეციალური განცხადება, რომელიც მიემართება ირაკლი კობახიძეს, გიორგი კვირიკაშვილს და ირაკლი შოთაძეს. სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013 წელს მთავრობამ გამოაცხადა პოლიტიკური ნება თამბაქოს კონტროლის მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხთან მიმართებით, რის გამოც შეიქმნა სათანადო სამთავრობო კომისია და მიღებულ იქნა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ 2017 წლის მთავრობის გეგმის 2 მუხლი მიემართება თამბაქოს გადასახადების ზრდასა და საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვას; უფრო მეტიც, წლების განმავლობაში მოსახლეობა (დაახლ. 90%) მხარს უჭერს თამბაქოს კონტროლის წესების გამკაცრებას. 

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრინციპების დონეზე საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა პოლიტიკური ნება, რომ:

  1. მოწევა აიკრძალება ყველა საჯარო სივრცეში, გარდა კერძო სახლებისა და ციხეებისა;
  2. 2018 წლიდან ელექტრონული სიგარეტი დარეგულირდება თამბაქოს პროდუქტების მსგავსად;
  3. აიკრძალება თამბაქოს ყველანაირი რეკლამირებს ფორმა და სპონსორობა (გარე და მაღაზიებში დემონსტრაციის ჩათვლით, 2018 წლიდან გარე გაყიდვის- ხოლო 2019 წლიდან შიდა გაყიდვის შემთხვევაში);
  4. სიგარეტის პაკეტებზე ჯანმრთელობის შესახებ გაფრთხილების ზომა 30% -დან 65% -მდე გაიზრდება (2018 წლიდან გამოჩნდება გაფრთხილებების გრაფიკული გამოსახულებებიც);
  5. ადმინისტრაციული პროცესი გამარტივდება და ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.

თამბაქოს კონტროლის ალიანსმა დაავალდებულა პრემიერ მინისტრი, რომ გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება და ცხადად გამოეხატა თავისი პოზიცია: იხილეთ მისი განცხადება: . ალიანსი ასევე მოითხოვდა საქართველოს მთავარ პროკურორს დაეწყო გამოძიება მაღალი თანამდებობის პირებისა და თამბაქოს ინდუსტრიის საჯარო მოხელეების ურთიერთობები და ფინანსური ინტერესების შესახებ. ისინი მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს რომ პირველივე მოსმენაზე დაეფიქსირებინათ პოლიტიკური სურვილი და მხარი დაეჭირათ საზოგადოების კეთილდღეობითვის და არა კონკრეტული ბიზნესისა. საბოლოოდ, თამბაქოს კონტროლის ალიანსი ადრესატებს აფრთხილებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენაზე მხარს არ დაუჭერდა, ისინი, როგორც თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კანონპროექტის თანაავტორები, იძულებული იქნებოდნენ, დისტანცირებულიყვნენ ამ „ჭუჭყიანი თამაშებიდან“ და საჯაროდ განეცხადებინათ, რომ მთავრობა ემსახურება არა ხალხს, არამედ თამბაქოს ინდუსტრიას. 

18 აპრილს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის II მოსმენაზე მიწვეული იყვნენ თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ექსპერტები ენდრიუ ვილიამ ბლეკი და როდრიგო სანტოს სეიხო, აგრეთვე თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანი ექსპერტები დომინიკ გუიანგი, რომელთაც კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზა და არგუმენტაცია წარმოადგინეს. პარლამენტის მოსმენის პრესრელიზის თანახმად, დაგეგმილი რეფორმის საზოგადოების წინაშე გაფართოებული საჯარო დისკუსიის გამართვა მიზნად ისახავდა საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ქვეყნისთვის ოპტიმალური სამართლებრივი მოდელის შეთავაზებას.

30 აპრილს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ოფიციალურ საიტზე ქვეყნდება განცხადება, სადაც გაეროს მხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სრულფასოვან ამოქმედებას. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავენ: „აღნიშნული კანონმდებლობის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სიცოცხლის გადარჩენისა და ეკონომიკის განვითარებაში. ეს კანონი ქართველებისთვის მნიშვნელოვნი მხარდამჭერია, გამომდინარე იქიდან, რომ გამოკითხულთა 79% -ზე მეტი ემხრობა რეგულაციებს თამბაქოს მოწევაზე, ხოლოდ 90% -ზე მეტი მხარს უჭერს თამბაქოს რეკლამის აკრძალვას“.

რიცხვები საქართველოში

19 აპრილს ომბუდსმენის აპარატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა კანონის მიღების ასეთ სწრაფ ფორმას. "თამბაქოს ინდუსტრიის დაუშვებლობა განხილვებში წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება პირს უწესებდე რეგულაციებს და ის არ მონაწილეობდეს ამ რეგულაციების განხილვის პროცესში. არ ისმენდე მათ პოზიციას. შეიძლება მოისმინო და არ გაითვალისწინო, მაგრამ ის, რომ კარები მოუხურო და დახურულ კარებს მიღმა იმუშაო და შემდეგ პირდაპირ გამოუქვეყნო რეგულაციები, ეს არ იქნება სწორი", - განმარტავს ზურაბ ძნელაშვილი.[1]

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2017 წელს არსებობდა ინიციატივა თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო და რომელიც ასევე შედიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული ნორმების ამოქმედება 2022 წლამდე გადაიდო. ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა, როგორც რიგი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა, ასევე საქპატენტი: „ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით მუშაობს, ერთ აზრზეა, რომ ასეთი შეზღუდვა თამბაქოს ინდუსტრიისთვის, კონკურენციისთვის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის სასარგებლო არ იქნება“- აცხადებდა საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე. 

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სტანდარტული შეფუთვა გამოიწვევს არაერთ გაუთვალისწინებელ შედეგს; მას როგორც მინიმუმ უარყოფითი ზეგავლენა ექნება ინტელექტუალურ საკუთრებაზე, სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლებზე, უკანონო ვაჭრობაზე, ფულის გათეთრებასა და საქართველოში დანაშაულებრივი საქმიანობის დაფინანსებაზე“- ნათქვამია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის 2017 წლის 11 მაისის პრესრელიზში. 

დომინიკ გუიანგიმა, (ENSP) წამყვანმა სპეციალისტმა 2017 წელს ეჭვქვეშ დააყენა მთავრობის მიერ თამბაქოს კონტროლის რეგულაციების მიღება: "თუ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი რეგულაციების განხორციელება, დაფინანსების საკითხი შეიძლება გახდეს განხილვის საგანი".

აღნიშნულ რესურსებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლების განმავლობაში ქართველი ხალხის აზრი, როგორც მოქალაქეების, ასევე იმ თამბაქოს სეტორში დასაქმებული ადამიანების, რომლებსაც ერთადერთი შემოსავალი სწორედ ამ სექტორიდან აქვთ, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საეჭვოა რამდენად იყო გადაწყვეტილებების მიღებისას მოსახლეობის აზრი გადამწყვეტი და რამდენად შეესაბამება გაეროს მიერ მოყვანილი სტატისტიკა სიმართლეს, რომ გამოკითხულთა 79% -ზე მეტი ემხრობა რეგულაციებს თამბაქოს მოწევაზე, ხოლოდ 90% -ზე მეტი მხარს უჭერს თამბაქოს რეკლამის აკრძალვას“. აშკარაა გაუმჭვირვალობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რადგან სახეზეა დაინტერესებული მხარეების პროცესში არ ჩარევის ფაქტი და თამბაქოს კონტროლის ალიანსის აშკარა ზეგავლენა პარლამენტზე დახურული კარის რეჟიმის ფონზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები