რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიაში თავის წარმომადგენელს გამოგზავნის

0 კომენტარი

რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიაში თავის წარმომადგენელს გამოგზავნის. გადაწყვეტილება 14 მაისს რუსეთის საპატრიარქოს სინოდის კრებაზე მიიღეს. 

რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებულია. 

რუსეთის წარმომადგენელი საქართველოს ეკლესიაში მოსკოვში მოღვაწე დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი იქნება, რომელიც საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მრევლისთვის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში იმსახურებს. ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, დეკანოზ ალექსანდროვს რუსული საპატრიარქოს პოზიციების წარმოდგენა დაევალება. 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, ორი თვის წინ საქართველოს საპატრიარქომ რუსეთში ქართული მხარის წარმომადგენლად დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გაგზავნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ელენე კალანდაძე

კომენტარები