გამოსახლება

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 1 ივნისს 129 წლის გახდება

0 კომენტარი
ფოტო: profimedia.sk

რუსეთში მცხოვრები კოკუ ისტამბულოვა მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალია, რომელსაც მომავალ თვეში 129 წელი შეუსრულდება. ის ამბობს, რომ ხანგრძლივი სიცოცხლე არ უხარია და კიდევ ერთი დაბადების დღე მისთვის “სასჯელია”.

კოკუ ისტამბულოვა ჩეჩნეთიდან არის. მისი თქმით, თავი არასოდეს უგრძვნია ბედნიერად. ისტამბულოვას უკვირს, რატომ იცოცხლა ამ ასაკამდე. მიუხედავად ყველაფრისა, მისი თქმით, ყველაფერი უფლის ნებაა.

კოკუ ისტამბულოვას ასაკი რუსეთის ფედერაციის მიერაა დამოწმებული მისთვის მინიჭებულ პასპორტში, სადაც ქალის დაბადების თარიღად 1889 წლის 1 ივნისია მითითებული.

თუ პასპორტში მითითებული თარიღი არ გვატყუებს, ისტამბულოვა 27 წლის იყო, როდესაც რუსეთის რევოლუციის დროს იმპერატორი ნიკოლოზ II გადააგდეს ტახტიდან. 55 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 102 წლის - როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ისტამბულოვა იხსენებს, როგორ ეშინოდა, როცა ჩეჩნეთის სოფელში, თავისი სახლის წინ გერმანელი ნაცისტების ტანკები მოძრაობდნენ. ამის შემდეგ, სტალინმა ჩეჩნეთის მოსახლეობა ყაზახეთსა და ციმბირში გადაასახლა. გადასახლებაში მოყვა ისტამბულოვას ოჯახიც.

“ჯერ ციმბირში ვცხოვრობდით, ასევე ყაზახეთშიც ვიცხოვრეთ, სადაც განსაკუთრებულად ვგრძნობდით, როგორ ვძულდით ყაზახებს. იქ ცხოვრება ჩვენთვის ყველაზე რთული იყო. ყოველდღე ვოცნებობდი სახლში დაბრუნებაზე, ყურადღების გადატანაში კი ბაღში, მიწაზე მუშაობა მეხმარებოდა.”

5 წლის წინ ისტამბულოვას 104 წლის ქალიშვილი, თამარა გარდაეცვალა. ნათესავები ყვებიან, რომ მას რამდენიმე შვილი ჰყავს გარდაცვლილი.

“ვხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ, ხელს უწყობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას. ისინი სპორტით არიან დაკავებულები, იკვებებიან სპეციალური საკვებითა და თავს ფორმაში ამყოფებენ, მაგრამ მე მსგავსს არაფერს ვაკეთებდი, ამიტომ ვერ ვხვდები აქამდე როგორ მოვედი. მე მთელი ცხოვრება მიწაზე მუშაობით ვიყავი დაკავებული. ამდენ ხანს ცხოვრება სიამოვნებას აღარ მანიჭებს, ეს უფრო სასჯელია ჩემთვის.” - ამბობს 128 წლის ისტამბულოვა.

ისტამბულოვა დღემდე კონტაქტურია და შეუძლია დამოუკიდებლად კვება და სიარული, მაგრამ ნელ-ნელა მხედველობა უქვეითდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები