კრიმინალი

სასამართლომ ადევნებაში ბრალდებულს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

www.cumbria.police.uk

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ს.მ-ს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადგინდა, რომ ს.მ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ცდილობდა ა.ტ.-სთან მისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და უკანონო თვალთვალს, აკითხავდა სხვადასხვა ადგილებში და მის გაკონტროლებას ცდილობდა. ასევე ს.მ.-მ დაზარალებულს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა და მის ქცევას გააკონტროლებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა.ტ. მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს,რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ს.მ. 2018 წლის 11 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები