შსს

ფეისბუქში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც პირი ამბობს რომ ესროლეს შსს-მ გამოძიება დაიწყო

facebook.com/naili.vakhania

დაახლოებით ორი საათის წინ, Facebook-ში მომხმარებელმა ნაილი ვახანიამ ვიდეო გაავრცელა.

მომხმარებლის მტკიცებით ვიდეოში ჩანს პირი, რომელმაც მას და მის ძმას რამდენიმე წუთის წინ ესროლა.

ტაბულა ვიდეოსთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყებისვე თქმით, ვიდეოში დადგენილია ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. მათივე თქმით, ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს ვიდეოში მყოფი პირების გამოკითხვა. ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული.

კომენტარები