არჩილ ტატუნაშვილი

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარველაშვილმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ის მიიჩვენს რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და მოკლეს, ოჯახს კი მისი ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები