სექსუალური შევიწროება

მორგან ფრიმანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, მსახიობმა ბოდიში მოიხადა

Cnn.com

ოსკაროსან მსახიობს, მორგან ფრიმანს 16 ქალი სექსუალურ შევიწროებასა და შეუფერებელ საქციელში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქალებმა CNN-თან ისაუბრეს.

ერთ-ერი ქალის თქმით, 2015 წლის ზაფხულში მან მუშაობა დაიწყო ფილმ "Going In Style"-ის გადაღებებზე, სადაც ფრიმანი მთავარ როლს ასრულებს. ქალის თქმით მსახიობი მას ყოველ დღე ესაუბრებადა მის ფიგურასა და ჩაცმულობაზე, ხელს კიდებდა წელზე. 

ამავე ქალის თქმით, ერთხელ ფრიმანი მასთან მივიდა და ეცადა, რომ კაბა ზევით აეწია, თან ეკითხებოდა, როგორი საცვლები ეცვა მას. მისი თქმით, მსახიობმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო კაბის აწევა, მაგრამ ის მთელი დღის განამვლობაში ცდილობდა ამას. 

CNN-თან საუბრისას, ერთ-ერთი ქალის თქმით 2012 წელს ფილმ "Now You See Me"-ს გადაღებებზე, მორგან ფრიმანი ქალებს მათ სხეულზე ესაუბრებოდა.

16-იდან 8 ქალმა 80 წლის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, მორგან ფრიმანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

მორგან ფრიმანმა ბრალდებებს უპასუხა. მსახიობმა ბოდიში მოიხადა.

"ყველა ადამიანი, ვინც მე მიცნობს ან ვისაც ჩემთან უმუშავია, იცის რომ შეგნებულად არავის ვაგრძნობინებ თავს ცუდად. მე ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი არაკომფორტულად ან უპატივცემულოდ იგრძნო - ეს არ იყო ჩემი განზრახვა." - თქვა მორგან ფრიმანმა.

კომენტარები