IRI-ის კვლევა

მოსახლეობის 67% ეროვნული ბანკის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 67% ამბობს, რომ ის ეროვნული ბანკის საქმიანობას "ცუდად" აფასებს. გასული წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის საქმიანობით უკმაყოფილოთა მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2017 წელს იყო და ის 70%-ს შეადგენდა. უკმაყოფილების ზრდა ლარის გაუფასურების პერიოდს ემთხვევა.

როგორ აფასებთ ეროვნული ბანკის საქმიანობას - ამ კითხვას IRI საქართველოს მოსახლეობას 2003 წლიდან უსვამს. შედეგები ასეთია: დადებითად - ლურჯი, ცუდად - მწვანე, არ მაქვს პოზიცია - ცისფერი.


ფოტო: IRI

კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით.
მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ
იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა
გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები