მკვლელობა

შსს: 3 პირი გარდაცვლილი იპოვეს, იარაღი ერთერთი მათგანის სახელზეა რეგისტრირებული

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში სამი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სამი ადამიანი სახლში სადილობდა და მაღაზიიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრს სამივე გარდაცვლილი დახვდა. 

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი - 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ.  გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული." - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან   2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად  ერთერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

 

კომენტარები