ენერგეტიკა

გარდაბანში ჩინური ინვესტიციით 230-მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: wikipedia.org

ჩინური სახელმწიფო კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურს აშენებს. სადგურის მშენებლობის გახსნის ცერემონიალს დღეს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინური დელეგაცია დაესწრო. 

"საძირკველი პრაქტიკულად, უკვე მომზადებულია, ტურბინებიც უკვე ფოთშია ჩამოსული, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით დამთავრდება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის სადგური General Electric-ის გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით იქნება აღჭურვილი. 

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური (მარგი ქმედების კოეფიციენტი 50%-ზე მეტი) თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაშიმიღება იგეგმება 2019-2020 წლების ზამთრის სეზონისთვის. ამასთან, 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მსგავსი, კომბინირებული ციკლის გარდაბნის პირველი თბოელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრეც მშენებარე სადგურის მსგავსად შეადგენს 230 მგვტ-ს.

გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების (EPC - პროექტირება, შესყიდვები და მშენებლობა) შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) - 1953 წელსდაარსებული საინჟინრო კორპორაციაა, რომლის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. პროექტს ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ორგანიზაცია POYRY-ის შვეიცარიული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საპროექტო, ასევე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები