თბილისის მერიამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ფრანგული კომპანია SYSTRA-ს დახმარებით მოამზადა კვლევა, რომელიც დედაქალაქში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ათვისების მაჩვენებლებს ეხება.
კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების (ოჯახების) მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი ვაკე-საბურთალოზე მოდის. ვაკეში ოჯახების 70%-ს ჰყავს საკუთარი ავტომობილი. საბურთალოზე კი ეს მაჩვენებელი 72%-ია. ამავდროულად, ვაკეში ყველაზე მაღალია იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც ერთზე მეტი ავტომობილი ჰყავს და ის 13%-ს შეადგენს. შედარებისთვის, ისანში ოჯახების მხოლოდ 5%-ზე მეტს ჰყავს ერთზე მეტი ავტომობილი.
უბნების მიხედვით, ავტომობილის მქონე შინამეურნეობების (ოჯახების) განაწილება ასეთია:
- საბურთალო 72%
- ვაკე 70%
- ჩუღურეთი 60%
- მთაწმინდა 56%
- გლდანი - 49%
- დიდუბე 45%
- სამგორი 43%
- ისანი 42%
- ნაძალადევი 38%
თბილისის საშუალო - 51%.
თბილისში დაახლოებით 357,000 პირს აქვს მართვის მოწმობა, რაც დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 32% წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. 25% მაშინდელი შეფასებით. თბილისში კაცების დაახლოებით 250, 000 აქვს მართვის მოწმობა. მათგად 62% 20-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჭრილში არიან.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება სიხშირე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ოჯახში არსებული ავტომანქანების რაოდენობაზე: რაც უფრო მეტი ავტომანქანაა შინამეურნეობაში მით უფრო ნაკლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება.