ვითარება საავტომობილო გზებზე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები იცვლება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის გამო, N1 საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩის და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დაკეტილია, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები იცვლება.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით:

  • რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ჭიჭინაძის ქუჩით (N1 საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე;
  • რუსთაველის გამზირიდან (N1 საჯარო სკოლასთან) მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ჩავლენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას;
  • თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები რუსთაველის გამზრიდან (კინოთტრ "რუსთაველთან") ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ. საიდანაც ჭანტურიას ქუჩის გავლით ავტომანქანების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და გააგრძელებს მოძრაობას პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით.

გუშინ, 10 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის, "ნუ მომკლავ" ორგანიზატორებმა კარვების საავტომობილო გზაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ისინი მთავრობის მხრიდან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.

სარალიძე გიორგი კვირიკაშვილის, თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე ირაკლი შოთაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

"კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა", - ამბობს ის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები