აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა სინგაპურში გამართულ სამიტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

0 კომენტარი
კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი სინგაპურის სამიტზე ფოტო: EPA

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში, კუნძულ უნძულ სენტოსაზე, სასტუმრო "კაპელაში" შეხვდნენ. მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ტრამპმა "მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი დოკუმენტი" უწოდა.

"ამაში დიდი შრომა და მომზადება ჩავდეთ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც დღეს მოხდა." "ჩვენ მსოფლიოს ძალიან დიდ და საშიშ პრობლემას მოვუგვარებთ." "ჩემი აზრით ჩვენი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა სრულიად განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც წარსულში იყო და ნახევარკუნძულზეც სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნება." "ჩვენ შესანიშნავი დღე გვქონდა, ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნების შესახებ. მე ახლა ვიცი, რომ ის [კიმი] ძალიან ნიჭიერი კაცია და ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა." თქვა ტრამპმა.

შეკითხვაზე, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის საკითხზე ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ ამ პროცეს ძალიან ძალიან სწრაფად დავიწყებთ." შეკითხვაზე, მიიწვევს თუ არა კიმ ჩენ ინს თეთრ სახლში ტრამპმა განაცხადა: "აბსოლუტურად" და აღნიშნა, რომ მისი და კიმის შეხვედრა კიდევ ბევრჯერ შედგება.

"დღეს ჩვენ გვქონდა ისტორიული შეხვედრა. ჩვენ გადავწყვიტეთ წარსული უკან მოვიტოვოთ. მსოფლიო დიდ ცვილებებს ნახავს. მინდა მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შესაძლებელი გახადა." თქვა კიმ ჩენ ინმა შეხვედრის შემდეგ.

გავრცელდა ერთობლივი შეთანმების ტექსტიც:

"აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში პირველი ისტორიული სამიტი გამართეს.

პრეზიდენტ ტრამპს და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინს ყოვლისმომცველი, ღრმა და გულწრფელი აზრთა გაცვლა ჰქონდათ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობებისა და კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი, მშვიდობიანი რეჟიმის ჩამოყალიბების თაობაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა გამოხატა მზაობა მისცეს ჩრდილოეთ კორეას უსაფრთხოების გარანტიები, ხოლო თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მისი მხარდაჭერა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების საკითხის მიმართ.

დარწმუნებული იმაში, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დამყარება ხელს შეუწყობს მშვიდობას და წინსვლას კორეის ნახევარკუნძულსა და მსოფლიოში, ხოლო ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას, პრეზიდენტი ტრამპი და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი აცხადებენ შემდეგს:

1. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოაყალიბებენ ახალ ურთიერთობებს ამ ქვეყნების ხალხის სურვილის გათვალისწინებით მშვიდობისა და წინსვლისათვის.

2. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა ერთობლივად იმუშავებენ კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი და სტაბიულური მშვიდობიანი რეჟიმის შესაქმნელად.

3. ადასტურებს რა საკუთარ მხარდაჭერას 2018 წლის 27 აპრილის პანმონჯომის დეკლარაციისადმი, ჩრდილოეთ კორეა იმუშავებს კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის.

4. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა იმუშავებენ ომის ტყვეთა ნეშტების აღმოჩნაზე და ამოცნობილთა დაუყოვნებლივ რეპატრიაციაზე.

აღიარებენ რა აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის სამიტის - ისტორიაში პირველის - და ახალი მომავლის შესაქმნელად ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე არსებული დაპირისპირების დაძლევის ეპოქალურ მნიშვნელობას, პრეზიდენტი ტრამპი და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი შეასრულებენ ამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულ პირობებს სრულად და სწრაფად.

აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა უახლოეს ვადებში ჩაატარებენ მომდევნო მოლაპარაკებებს, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის წარმომადგენელი გაუძღვებიან იმისათვის, რომ სამიტზე მიღწერული შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყოს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი ადასტურებენ კორეის ნახევარკუნძულსა და მსოფლიოში მშვიდობის, წინსვლის და უსაფრთხოებისათვის აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ახალი უერთიერთობების ჩამოყალიბებისადმი მხარდაჭრას."

ფოტო: AFP

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯიშკარიანი

კომენტარები