მარნეულის მერის საქმე

აბაზოვს, ჯგუფურად არაადამიანური მოპყრობისთვის, 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება

0 კომენტარი
ფოტო: reginfo.ge

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც დღეს პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე განმარტეს, მას ბრალდება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მას შემდეგ რაც ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თემურ აბაზოვის მეუღლეს, აბაზოვმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და "მუქარით აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე."

"თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." - თქვა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

როგორც წიკლაურმა დღევანდე ბრიფინგზე განმარტა, "სულეიმანოვს ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება ბრალად და პროკურატურამ არ გამოიყენა დაკავების ღონისძება და ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას მისი, როგორც პარლამენტის წევრის, იმუნიტეტის მოხსნის საკითხი .

პროკურატურა აღკვეთის სახით სულეიმანოვისათვის გირაოს ითხოვს, ხოლო აბაზოვისათვის პატიმრობას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე", - ამბობს მოქალაქე.

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარიამ სანოგო

კომენტარები