ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ

Getty Images

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. მათმა ერთობლივმა შეთავაზებამ 134 ხმა მიიღო, ხოლო მაროკომ 65.

2026 წლის ჩემპიონატი ყველაზე მასშტაბური იქნება და 34 დღის მანძილზე 48 ნაკრების 80 მატჩს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში ხვალ გაიხსნება. 2022 წლის ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს.

მექსიკამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 1970 და 1986 წლებში უმასპინძლა, ხოლოდ აშშ-მა 1994 წელს. კანადაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წელს ჩატარდა.

კომენტარები