პრემიერმინისტრი

დღეს, 18:30 საათზე პრემიერმინისტრი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

დღეს, 18:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინიტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინიტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ მედიაში რამდენიმე დღეა ვრცელდება განცხადებები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. სხდომის შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ 4 საათის განმავლობაში მხოლოდ UNICEF-ის კვლევაზე საუბრობდნენ და სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა. რამდენიმე მათგანმა კი აღნიშნა, რომ ცვლილებების დრო უკვე დადგა.

კომენტარები