შშმ პირები

შშმ პირები დეკლარაციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნას ითხოვენ

0 კომენტარი

დღეს, 14 ივნისს შშმ პირები კანცელარიასთან შეიკრიბნენ. მათ მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნა მოსთხოვეს. 

აქცია კოალიციის "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" მიერ იყო ორგანიზებული. 

მათი თქმით, ამ ორგანოს არსებობა ხელს შეუწყობს კოორდინირებულად და ეფექტურად დაინერგოს სახელმწიფოს პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობისათვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია 2014 წელს მიიღეს, თუმცა მის აღსრულებაზე პასუხიმეგებლი ორგანო ამ დრომდე არ შექმნილა.

"დღეს არის 14 ივნისი, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე საქართველოში, ჩვენ ამ დღეს ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს უფლებას, მიუხედავად იმისა მთავრობა გადადგა თუ არ გადადგა. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა არის რომ შეიქმნას კონვენციის იმპლემენტაციაზე და აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო, იმიტომ რომ არაკოორდინირებულად, ძაან არაეფექტურად ხორციელდება პროგრამები. არაკოორდინირებული მუშაობა ვერ იძლევა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს და ძაან ნელი ტემპით ვითარდება ყველაფერი და დისკრიმინაციის მდგომარეობაში ყოფნა, ტკივილით მდგომარეობაში ყოფნა, არა რეაბილიტაციით მდგომარეობაში ყოფნა ეს ძაან აწუხებს ხალხს და ზუსტად ამ წუხილმა, ამ ტკივილმა, ამ არათანაბარმა მდგომარეობამ გამოიყვანა დღეს ეს ხალხი ქუჩაში. ორგანოზე ფიქრი დაწყებულია და ფიქრობენ მე-4 წელია და მე მგონი დროა, რომ გადაწყეტილება მიიღონ, მთავარი მოთხოვნა ეს არის და მოთხოვნები ძალიან ბევრია", - გვეუბნება გიორგი ძნელაძე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავჯდომარე.

კანცელარიასთან იყო პარა-მოფარიკავე ირმა ხუციანიც იყო, მისი თქმით ყველა ცვლილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"რა თქმა უნდა, წინსვლები გვაქვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა, რადგან უფრო დაცულები, უფრო დამოუკიდებლები ვიყოთ და უნდა გვქონდეს სრულუფლებიანობის განცდა საქართველოში", ამბობს ის. ირმას სჯერა და იმედი აქვს, რომ ნელ-ნელა, ერთად მოვაგვარებთ პრობლემებს და დავანგრევთ ბარიერებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები