FIFA WORLD CUP 2018

რუსი დეპუტატის მოწოდებას, არ ჰქონდეთ სექსი უცხოელ კაცებთან, კრემლი არ იზიარებს

Getty Images

"რუსი ქალები თვითონ გადაწყვეტენ, როგორი ურთიერთობა ექნებათ უცხოელ გულშემატკივრებთან, რომლებიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვიდნენ" - ეს პუტინის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა.

ის ასე რუსეთის დუმის დეპუტატის, თამარა პლეტნიევას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუს ქალებს მოუწოდა, არ დაკავდნენ სექსით უცხოელ კაცებთან. 

რუსი დეპუტატი, რომელიც ოჯახთან დაკავშირებული საკითხებს ზედამხედველობს, რუს ქალებს ურჩევს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, არ ქონდეთ სექსი სხვა ეროვნების კაცებთან. ხოლო თუ ამის საჭიროებას მაინც იგრძნობენ, უმჯობესია პარტნიორად თავიანთი ეროვნების კაცი აირჩიონ. 

პლეტნიევამ თქვა, რომ რუსი ქალების დაორსულების შემთხვევაში, უკეთესი იქნება, თუ ბავშვის მამები დედის რასის წარმომადგენლები იქნებიან, ასევე, რადიო "გოვორიტ მოსკვასთან" მან თქვა, რომ ცდილობს, თავიდან აირიდოს მარტოხელა დედების რიცხვის ზრდა, იმ შემთხვევაში კი, თუ რუსი ქალები თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან დაქორწინდებიან, მათ მოუწევთ საზღვარგარეთ თავიანთ მეუღლეებთან ცხოვრება და შესაძლოა სახლში დაბრუნებაც ვეღარ მოახერხონ, რაც დემოგრაფიულ პრობლემებს გამოიწვევს. 

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 რუსეთში ტარდება. ის 14 ივნისს გაიხსნება და 15 ივლისს დაიხურება.

კომენტარები