ავღანეთი

ავღანეთში პაკისტანელი თალიბების ლიდერი მოკლეს

0 კომენტარი

ავ­ღა­ნე­თი­სა და პა­კის­ტა­ნის სა­ზღვარ­ზე, აშშ-ს ავი­ა­ცი­ის დარ­ტყმის შე­დე­გად მოკლულია, რა­დი­კა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა თალიბანის ლი­დე­რი მულა ფაზ­ლუ­ლა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ავიადარტყმები კუნარის პროვინციაში განახორციელა. საჰაერო იერიშის შედეგად, ლიკვიდირებულია კიდევ ორი ამბოხებული. ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში კონტრ-ტერორისტული ოპერაცია ჩატარდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მოძ­რა­ო­ბა "თეჰ­რიკ-ე თა­ლი­ბან პა­კის­ტა­ნის" 3 ტე­რო­რის­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ 11 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო და­ა­წე­სა, მათ შო­რის 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი პი­რა­დად მულა ფაზ­ლუ­ლას და­კა­ვე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები