კრიმინალი

გლდანში მამაკაცი მოკლეს

metro.us

გლდანში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს. პირველადი ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები