იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები

წულუკიანი: ახობაძემ და სუბელიანმა აღსრულების ბიუროში ფულზე ვაჭრობა დაიწყეს [VIDEO]

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დამამცირებლად მოიხსენია. წულუკიანის განცხადებას ახობაძისა და სუბელიანის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მანდატურმა მათ ძალის გამოყენებით დარბაზი დაატოვებინა. 

"ამ კითხვას ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთ კითხვის ავტორს მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა და არ მომისმინა. ამიტომ ახლა თქვენთვის გასაგებად ვამბობ კიდევ ერთხელ. ცრუ არის მტკიცება რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ არსეულებს - ეს არის სიცრუე. რადგან ქალბატონი სუბელიანი და ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებო ფურცელი მოვიდა მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში, მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 8 თვის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანა სუბელიანს აცნობა, რომ აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა.

 

კომენტარები